ხვარამზე მინდოდაური
ქართველი პოეტი და სახალხო მთქმელი
ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური — XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი. ჩვენამდე მოღწეულია მინდოდაურის რამდენიმე სატრფიალო ლექსი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა „სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა“, რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა (1886). ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად გამოქვეყნდა 1934 წელს. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თ. რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის — ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა-ფშაველას დედის — გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა.
ხვარამზე მინდოდაური | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
![]() |
პერიოდი | XIX საუკუნე |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭელიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 709.
- ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.