ანზორ ხელაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ხელაშვილი, ანზორ)

ანზორ ხელაშვილი (დ. 19 აგვისტო, 1938, გურჯაანის რაიონი, სოფელი კარდანახი) — ქართველი ფიზიკოსი.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1965-1969 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1973 წლებში ამავე ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1981 წლებში მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის გამგე; 1981-1986 წლებში მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ველის კვანტური თეორიის ლაბორატორიის გამგე; 1986-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე; 1993-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1995-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. 2007 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე.

1998 წლიდან არის ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი. 2002 წლიდან არის ამერიკის შეერთებული შტატების ფიზიკის პედაგოგთა ნაციონალური ასოციაციის წევრი 1997 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2010 — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ი. ვეკუას სახელობის პრემია
  • 2009 — საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2005 — ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2002 — ფრიდრიხ ნანსენის საერთაშორისო ფონდის ოქროს მედალი
  • 1998 — ღირსების ორდენი
  • 1983 — პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება