მთავარი მენიუს გახსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიახაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.[2]

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
Coat of arms of Khashuri.png
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
 
ხაშურის რაიონის გამგეობა
იურისდიქცია ხაშურის მუნიციპალიტეტი
უწყების ხელმძღვანელი/ები გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი
 
ზვიად ქურდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
მთავარი დოკუმენტი საქართველოს ორგანული კანონი-ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი[1], საქართველოს კონსტიტუცია
საიტი
www.khashuri.gov.ge
შენიშვნა
მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. №2
  • ელ-ფოსტა: info@khashuri.gov.ge
  • ცხელი ხაზი: (368) 24 15 02

ისტორიარედაქტირება

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 4 დეკემბრის საკრებულოს №37-ე დადგენილებით დამტკიცდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი დებულება, რის შემდეგაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30-ე დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“.[3]

მერიის თანამდებობის პირებირედაქტირება

მერიის თანამდებობის პირები არიან: მერი; მერის პირველი მოადგილე; მერის მოადგილე; მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერირედაქტირება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.

ხაშურიის მერიის ხელმძღვანელებირედაქტირება

სახელი სურათი მოღვაწეობის წლები პრეზიდენტი თანამდებობა
1 გივი იმერლიშვილი 1991–1992 ზვიად გამსახურდია ხაშურის რაიონის პრეფექტი
2 ალექსანდრე ელიაშვილი 1992-1993 ზვიად გამსახურდია ხაშურის რაიონის გამგებელი
3 გივი ხვედელიძე 1993-1998 ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე ხაშურის რაიონის გამგებელი
4 ოთარ ხაჩიძე 1998-1999 ედუარდ შევარდნაძე ხაშურის რაიონის გამგებელი
5 ვლადიმერ ჯაფარაშვილი 1999-2002 ედუარდ შევარდნაძე ხაშურის რაიონის გამგებელი
6 ვლადიმერ ჯობაძე 2002-2003 ედუარდ შევარდნაძე ხაშურის რაიონის გამგებელი
7 რეზო ჯობაძე 2003-2006 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის რაიონის გამგებელი
8 ნოვე ტაბატაძე 2006 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის რაიონის გამგებელი
9 ზურაბ ლომიძე 2006 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის რაიონის გამგებელი
10 მამუკა მოსიაშვილი 2006-2010 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის რაიონის გამგებელი
11 როინ მახარობლიძე 2010-2011 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
12 ნიკოლოზ სახვაძე 2011-2012 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
13 როინ მახარობლიძე 2012 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
14 გიორგი ბერაია 2012-2013 მიხეილ სააკაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
15 მამუკა ხაჩიძე 2013-2014 მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
16 გიორგი გურასპაშვილი 2014-2017 გიორგი მარგველაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
17 გიორგი გურასპაშვილი 2017 წლიდან გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი

სქოლიორედაქტირება