ხასინჯუ (მონღ. ხასი და ინჯუ — საკუთრება ქონება სამფლობელო) — ილხანის სამფლობელო მიწები მონღოლთა ბატონობის ხანაში ირანში. ამ პერიოდში ირანში ინჯუ და ხასი სინონიმებად იქცა. ინჯუ დაერქვა ილხანისა და მისი ოჯახის წევრთ კუთვნილ მიწას. ხასინჯუს ძირითადად შეადგენდა ადგილობრივი ფეოდალებისგან ჩამორთმეული მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე და თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადისგან. ხასინჯუს შემოსავალი ილხანთა პირადი საკუთრება იყო გადასახადთა აკრეფის უფლება კი მეტწილად იჯარით გაიცემოდა. ხასინჯუ ნიშნავდა აგრეთვე ცალკეული პირების თავისი სამფლობელოთი ნებაყოფლობით შესვლას მონღოლი ილხანის მფარველობაში. ასეთი პირი გარკვეული პოლიტიკური თავისუფლებით სარგებლობდა. მაგალითად 1266 წელს როცა სამცხის მთავარი სარგის I ჯაყელი დავით VII ულუს წინაშე დააბეზღეს და ამის გამო საფრთხე დაემუქრა. მან ილხან აბაღას სთხოვა მფარველობა. სარგისის სამფლობელო საქართველოს გამოეყო ილხანის ხასინჯუ გახდა და შესაბამის უწყებას დაექვემდებარა. ამ პერიოდში ხასინჯუს სისტემა ძირს უთხრიდა საქართველოს სახელმწიფო მთლიანობას.

ლიტერატურა რედაქტირება