ხასავიურტის შეთანხმება

(გადამისამართდა გვერდიდან ხასავ იურტის შეთანხმება)

ხასავიურტის შეთანხმება — ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც დასრულდა ჩეჩნეთის პირველი ომი. მას რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა ალექსანდრე ლებედმა, ხოლო ჩეჩნეთის მხრიდან — ასლან მასხადოვმა. ხელშეკრულება შემდეგს ითვალისწინებდა:

  • დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
  • ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
  • გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
  • ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
  • პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება