ხარბალი
ხარბალი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი). მდებარეობს მდინარეების ქსნისა და ჭურთის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე, ქსნის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მ, ახალგორიდან 23 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]
ხარბლიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ქენქაძეები (მაგ., ლამისყანაში).[2]
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 437.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.