ბესიკ ხარანაული
ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული (დ. 11 ნოემბერი, 1939, თიანეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი და პოეტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.[1]
ბესიკ ხარანაული | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ნოემბერი, 1939 (85 წლის) |
დაბადების ადგილი | თიანეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | წიგნი ამბა ბესარიონისა |
ჯილდოები | რუსთაველის პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საბა“ და გალა |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | armuri.georgianforum.com/t55-topic |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.
გამოცდილება
რედაქტირება- გამომცემლობა " ლიტერატურა და ხელოვნების" უმცროსი რედაქტორი – 1963–1967 წლები.
- გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" რედაქტორი – 1967–1972 წლები.
- ჟურნალ "მნათობის" რედაქციის განყოფილების გამგე, შემდეგ რედაქტორის მოადგილე – 1972–1998 წლები.
- გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი – 1999 წ.
წიგნები
რედაქტირებაქართულად:
- "ხეიბარი თოჯინა" – 1973 წ.
- "შუადღის წიგნი" – 1991 წ.
- "აგონიური" – 1991 წ.
- "ლექსები, პოემები", გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", მხატვარი ლევან ხარანაული, თბ. 1991 წ. – ISBN 5-529-00574-8
- "მიკარნახე ანგელინა!" – 1995 წ.
- "წიგნი ამბა ბესარიონისა", გამომცემლობა "არეტე", თბ. 2003 წ. – ISBN 99940-745-0-4
- "ორივ ფურცელი ცის და მიწისა" – 2005 წ.
- "ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ. 2005 წ. – ISBN 99940-30-50-7
- "100 ლექსი სერიით: ქართული პოეზია", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. 2007 წ. – ISBN 978-99940-931-5-1
- "სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი", გამომცემლობა "სეზანი", თბ. 2010 წ. – ISBN 978-9941-0-2189-3
- „ლექსები, პოემები”, 1954-2005, გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. 2012 წ. – ISBN 978-9941-440-09-0
- მთავარი გამთამაშებელი[2]
ფრანგულად:
- ფრანგულ ენაზე უკვე დაიბეჭდა მარი ფრერინგის და ომარ თურმანაულის მიერ თარგმნილი ბესიკ ხარანაულის რომანი "წიგნი ამბა ბესარიონისა" – Le livre d'Amba Besarion (Broché) de Besik Kharanaouli (Auteur), Marie Frering (Traduction), Omar Tourmanaouli (Traduction) – ISBN 2915018448
მრწამსი
რედაქტირება"ჩემი ცხოვრების მიზანი, პრინციპი და კრედო არის, თუ მისხლისოდენად მაინც შევძელი, გულმოწყალება. ესაა, რაც მომწონს ადამიანშიც და სამყაროშიც" – ბესიკ ხარანაული.
ჯილდოები
რედაქტირებამიღებული
რედაქტირება- რუსთაველის პრემია
- ილია ჭავჭავაძის პრემია
- 1993 — სახელმწიფო პრემია
- 2004 — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"
- 2012 — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები”, 1954-2005
წარდგენილი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წიგნი ამბა ბესარიონისა დაარქივებული 2011-06-02 საიტზე Wayback Machine.
- ბესიკ ხარანაულის წიგნის პარიზული პრეზენტაცია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ხარანაული ბესიკ[მკვდარი ბმული]
- ფრანგული პრესა ბესიკ ხარანაულზე
- თანამედროვედ ყოფნის ნიშნები
- ოთარ ჭილაძე – სიხარული ყველასთვის
- ბესიკ ხარანაული - ლექსები (1992-2002)
- ბესიკ ხარანაულის გვერდი თბილისის ფორუმზე
- სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი
- ბესიკ ხარანაულის ”თავისუფლების ასაკი”
- ბესიკ ხარანაული Facebook-ზე
- ა ემ თიანელის ჰიპერბოლები და მეტაფორები დაარქივებული 2010-08-25 საიტზე Wayback Machine.
- Le Livre d'Amba Besarion დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine.
- Poésie de chaman[მკვდარი ბმული]
- Le Livre d'Amba Besarion de Besik Kharanaouli დაარქივებული 2010-05-30 საიტზე Wayback Machine.
- Le Mot de l'éditeur
- Note de lecture
- Signes de Besik Kharanaouli დაარქივებული 2014-04-29 საიტზე Wayback Machine.
- ბესიკ ხარანაული lyrikline-ზე