ნინო (ხათუნა) ხოფერია (დ. 29 აგვისტო, 1962, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-2004 წლებში.

ხათუნა ხოფერია
საქართველოს პარლამენტი IV მოწვევის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი 1995 – 30 ოქტომბერი 1999
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტი V მოწვევის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი 1999 – 28 მარტი 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული29 აგვისტო, 1962 (1962-08-29) (61 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა  საბჭოთა კავშირი
  საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1993-2002)
გაერთიანებული დემოკრატები (2002-2005)
მამარევაზ ხოფერია
დედამედეა ხოფერია
მეუღლევლადიმერ ხოფერია
შვილებიბექარ ხოფერია, რევაზ ხოფერია
განათლებასაქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიამართლმადიდებლობა

ბიოგრაფია რედაქტირება

ნინო (ხათუნა) ხოფერია დაიბადა 29 აგვისტოს, 1962 წელს ქალაქ თბილისში. 1985 წელს, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში. 1993 წელს გაწევრიანდა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირში, 1994 წელს დაინიშნა პარტიის პრეს- სამსახურის უფროსად. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, პარლამენტის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, დაინიშნა საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 2002-2005 წლებში იყო პარტია გაერთიანებული დემოკრატების წევრი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარ ვარდების რევოლუციაში. 2004-2007 წლებში იყო საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2007-2008 წლებში დაინიშნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008-2012 წლებში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციურ მოძრაობაში, ოჯახთან ერთად. აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება