ხაზარული ენა IV-X საუკუნეებში ხაზართა ენა. გავრცელებული იყო ჩრდილოკავკასიაში, აზოვისა და კასპიის ზღვის სანაპიროებზე, დონისა და ვოლგისპირეთში. ისტორიული ცნობებისა და ბიზანტიურ, სომხურ, ქართულ, არაბულ, სპარსულ და ებრაულ წერილობით ძეგლებში შემორჩენილი ტერმინების საფუძველზე მიაკუთვნებენ თურქული ენების ბულგარულ შტოს. არაბი გეოგრაფ-მოგზაურები ალ-ისტახრი და იბნ ჰაუკალი ასევე მიუთითებენ ხაზარული ენის ზემოაღნიშნულ ბულგარულ შტოსთან სიახლოვეზე.

ლიტერატურარედაქტირება