ჭრელტყავა
ჭრელტყავა (ლათ. Vormela peragusna) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახის. მისი სხეულის სიგრძეა 27-35 სმ, მასა 280-580 გრამი. შეფერილია შავ-თეთრ-ყვითლად, ხალებიანია. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, წინა, შუა და ნაწილობრივ ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, შუა აზიაში, ყაზახეთში. ბინადრობს სტეპებში, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით, კენკრით და სხვა. შობს 3-8 ნაშიერს. მისი ბეწვი დაბალი ხარისხისაა. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება დასავლური ჭრელტყავა (V. p. peregusna). საქართველოში გავრცელებულია ასპინძის, ახალქალაქის, გორის, მცხეთის, თელავის რაიონებში. იგი სიმშრალის მოყვარული ცხოველია.
ჭრელტყავა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჭრელტყავა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Vormela peregusna | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 29680 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
|
გავრცელებულია 2100 მეტრამდე ზღვის დონიდან. ჭრელტყავა ძირითადად სოროში ბინადრობს. ზოგჯერ სოროს თვითონ თხრის, უმეტეს შემთხვევაში კი სხვის მიერ გამოთხრილ და მიტოვებულ ბუდეში სახლდება. დღეს ჭრელტყავა საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, მაგრამ მის დასაცავად არავითარი ზომები არ არის მიღებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 406.