სოფიკო ჭიაურელი

საბჭოთა და ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან ჭიაურელი, სოფიკო)

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.

სოფიკო ჭიაურელი
დაბადების სახელი სოფიო მიხეილის ასული ჭიაურელი
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1937
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 2008 (70 წლის)
თბილისი, საქართველო
აქტიური 1956—2008
მეუღლე(ები) გიორგი შენგელაია
კოტე მახარაძე
მშობლები მამა: მიხეილ ჭიაურელი
დედა: ვერიკო ანჯაფარიძე

ბიოგრაფია რედაქტირება

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915–1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960–1964 და 1968 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1964–1968 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

ფილმოგრაფია რედაქტირება

 
სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში
 
სოფიკო ჭიაურელი

ნათამაშები როლები რედაქტირება

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრი რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება