ჭეჭველა (ლათ. Vaccaria) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ბალახებია. ფოთლები ლანცეტა ან კვერცხისებრია. ყვავილები ვარდისფერია. ნაყოფი კოლოფია. რამდენიმე სახება

ჭეჭველა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  ჭეჭველა
ლათინური სახელი
Vaccaria

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში და აზიის ზომიერ სარტყელში, საქართველოშიც იზრდება მხოლოდ 1 სახეობაVaccaria hispanica; გვხვდება მდელოებზე, მინდვრებსა და რუდელარულ ადგილებში, ზღვის დონიდან 1 000 - 2 000 მ. სიმაღლეზე. ჭეჭველა სარეველა ბალახია, განსაკუთრებით საგაზაფხულო პურის ნათესებში.

გავრცელებულია საქართველოს და კავკასიის ყველა რაიონში, პოლარქტიკულ ოლქში. თესლი შხამიანია, იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ამასთანავე დეკორატიული მცენარეა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება