ჭაჭუნის ვაკის გორასამარხი

ჭაჭუნის ვაკის გორასამარხიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, ჭაჭუნად წოდებულ ადგილზე, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის I ნახევრით, აღმოჩნდა არქეოლოგიური დაზვერვების დროს გაითხარა 1970 წელს ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. გორასამარხი დაზიანებული იყო შემორჩენილი ჰქონდა მცირე ქვაყრილი, რის ქვეშ, ცენტრალურ ნაწილში, გამოვლინდა სამრახი ორმო.

ორმოს ცენტრში მიცვალებული დაკრძალული იყო მოხრილი კიდურებით, თვით დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა ქვიშანარევი თიხის ხელით ნაძერწი ჭურჭელი ორი ქილა, ქოთანი და ბაღია. ერთი ქილა მოწითალოა, კვერცხისებრი. აქვს ფართო, ოდნავ გადაჭლილი პირი და ვიწერო ძირი, მეორე ნაცრისფერია, რუხლაქებიანი, ზედაპირი სუსტადააა ნაპრალები. აქვს სწორი პირი, მომრგვალებული, ყელზე გადმოკეცილი ბაკო და დაბალი ყელი, სფერული მუცელი და ფართო ძირი. ყელიდან მხარზე გადასვლის ადგილას გარშემოუყვება ამოღარული და ამოტიფრული ორნამენტი, გლუვი, მოყვითალო, მოვარდისფრო ქოთანი, რასაც ფართო, გადაშლილი, ბრტყელბიკოიანი პირი და ფართო ძირი აქვს, გლუვია, რუხი, ნაცრისფერლაქვებიანია ბადიაც. აქვს ფართო, გადაშლილი პირი და ძირისკენ მკვეთრად შევიწროებული კალთა.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნიკურ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება