ჭაპალის ციხე
ჭაპალის ციხე – ციხესიმაგრე ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასთან. მდინარეების მაშავერასა და ბოლნისისწყალის შესართავის მარჯვნივ 2-3 კმ-ზე.
აგებულია გაშლილ მინდორზე მდებარე დიდი კლდოვანი ბორცვის თხემზე. წყაროებში იხსენიება 1664 წლის საბუთში, რომლის თანახმად ვახტანგ V-ს ის ელიზბარ სოლოღაშვილისთვის უბოოძებია. 1749 წ. შეისყიდა თავადმა დიმიტრი ორბელიანმა. შემორჩენილია ზედაციხე და გალავნიანი ეზო სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებით; არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები (XI-XIII სს.). ციხის ძირში ნასოფლარი და ორი ეკლესიის ნანგრევია. იქვე, მდ. მაშავერაზე, XVII საუკუნის ქვის თაღიანი ხიდია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, თბ., 1987 წ.
- ბერძენიშვილი დ., ბოლნისის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, თბ., 1960 წ.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 627-628 — თბილისი, 2013