ჭადრაკი აზერბაიჯანში

ჭადრაკი აზერბაიჯანში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა. ქვეყანაში იგი იმართება აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის მიერ (ACF). 2009 წლის 5 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ასევე არის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ ჭადრაკის განვითარების პროგრამა; პროგრამა 2009-2014 წლების პერიოდს მოიცავდა.[1]

აზერბაიჯანის ეროვნული ჭადრაკის კაცთა და ქალთა გუნდი 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე

ჭადრაკის ისტორია აზერბაიჯანში რედაქტირება

ჭადრაკის შესახებ ცნობების ნახვა შესაძლებელია XII საუკუნის ისეთი სპარსი პოეტების ნაწარმოებებში როგორებიც იყვნენ ხაკანი და ნიზამი; ცნობების ნახვა აგრეთვე შესაძლებელია XVI საუკუნეში მცხოვრები მწერლის, ფუზულის შემოქმედებაში. მწერალმა და ფილოსოფოსმა მირზა ფათალი ახუნდოვი ახსნა ჭადრაკის წესები 1864 წლის პოემაში "შატრანჯის თამაში".

აზერბაიჯანი, როგორც საბჭოთა კავშირის წევრი რედაქტირება

მოწესრიბებული ჭადრაკი აზერბაიჯანში 1920 წელს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნისთანავე გამოჩნდა და მალევე გავრცელდა ქვეყანაში. 1923 წელს გაიმართა პირველი ბაქოს ჩემპიონატი, რომელსაც მოიგეს ძმები ვლადიმერ და მიხეილ მაკოგონოვებმა. 1924 წელს კომკავშირის (ახალგაზრდა კომუნისტური ლიგის) და პროფკავშირების კონფერენციამ ჭადრაკის პოპულარიზაცია დაიწყო. 1920-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა უამრავი ძლიერი ახალგაზრდა მოთამაშე, მათ შორის: ძმები სარიჩევი და დანილოვი, ო. როსტოვცევი, ნ. დოქტორსკი, კ. სელიმხანოვი და ა. ბილიბინი. ლექციები და გამოფენები აღვივებდნენ აზერბაიჯანში ჭადრაკისადმი ინტერესს. 1929 წლის 2–3 მაისს, ბაქოსა და თბილისის გუნდებს შორის გაიმართა შეხვედრა ბაქოში, 8 დაფაზე.

1934 წელს გაიმართა აზერბაიჯანის პირველი ჩემპიონატი. ჩემპიონატი სელიმხანოვმა მოიგო,[2] რომელიც 1935 წელს გახდა აზერბაიჯანული საჭადრაკო ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1936 წელს გაიმართა ქალთა პირველი ჩემპიონატი, რომელიც მოიგო როჟდესტვენსკაიამ. 1936 წელს ა. პოლიისკაია (იგი ბაქოდან იყო) გახდა სამხრეთ კავკასიის ქალთა ჩემპიონი. 1938 წელს ბაქოს საჭადრაკო და ღია კლუბში გაიხსნა ქალთა ჭადრაკის სკოლა.

ინდივიდუალური სტატისტიკა რედაქტირება

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით

ფიდე, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაცია, ითვლის 24 აქტიურ აზერბაიჯანელ გრანდმასტერს, 30 საერთაშორისო მასტერსა და 151 ტიტულის მქონე მოთამაშეს.[3]

კაცები რედაქტირება

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ტოპ 10 კაცი გრანდმასტერი იხილეთ ქვემოთ.[4]

# მოთამაშე დაბადების წელი GM ტიტული რეიტინგი მსოფლიო რანგი
1 მამედიაროვი, შახრიარშახრიარ მამედიაროვი 1985 2002 2820 3
2 რაჯაბოვი, თეიმურთეიმურ რაჯაბოვი 1987 2001 2751 18
3 ნაიდიჩი, არკადიარკადი ნაიდიჩი 1985 2001 2721 29
4 მამედოვი, რაუფრაუფ მამედოვი 1988 2004 2699 46
5 საფარლი, ელთაჯელთაჯ საფარლი 1992 2008 2676 67
6 ჰუსეინოვი, გადირგადირ ჰუსეინოვი 1986 2002 2667 74
7 დურარბელი, ვასიფვასიფ დურარბელი 1992 2010 2629 139
8 აბასოვი, ნიჯატნიჯატ აბასოვი 1995 2011 2627 143
9 მამადოვი, ნიჯატნიჯატ მამადოვი 1985 2006 2615 188
10 რასულოვი, ვუგარვუგარ რასულოვი 1991 2011 2538 498

ქალები რედაქტირება

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ტოპ 10 ქალი მოჭადრაკე იხილეთ ქვემოთ.[5]

# მოთამაშე დაბადების წელი ტიტული (წელი) რეიტინგი მსოფლიო რანგი
1 მამაძადა, გუნაიგუნაი მამაძადა 2000 IM 2438 33
2 მამედიაროვა, ზეინაბზეინაბ მამედიაროვა 1983 WGM 2358 107
3 მამედოვა, გულნარგულნარ მამედოვა 1991 IM 2355 110
4 ბალაჯაევა, ხანიმხანიმ ბალაჯაევა 2001 WIM 2326 145
5 ფატალიევა, ულვიაულვია ფატალიევა 1996 WGM 2320 156
6 ჰოჯატოვალი, ადანადან ჰოჯატოვალი 1999 WFM 2303 185
7 მამედიაროვა, ტურკანტურკან მამედიაროვა 1989 WGM 2295 198
8 ხალიფოვა, ნარმინნარმინ ხალიფოვა 1994 WGM 2279 228
9 კაზიმოვა, ნარმინნარმინ კაზიმოვა 1993 WGM 2271 247
10 დადაშლი, ნარმინნარმინ დადაშლი 1993 WFM 2262 270

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Ильхам Алиев подписал Госпрограмму по шахматам“. azerisport.com.
  2. Championship of Azerbaijan- 5-21.8.1934(Final). Rusbase 1913-94.
  3. Federations Ranking. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 13, 2018.
  4. Federations Ranking: Azerbaijan. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 13, 2018.
  5. Federations Ranking: Azerbaijan, Women. World Chess Federation (FIDE). ციტირების თარიღი: October 18, 2018.