თეთრი ბუ
(გადამისამართდა გვერდიდან წყრომთეთრა)
თეთრი ბუ (Bubo scandiacus, სინონიმები Bubo scandiaca, Nyctea scandiaca) — ფრინველი ნამდვილ ბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა, ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთების შლილი — 150-160 სმ, წონა — 1,5-2,5 კგ. კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების ინტენსივობაც.
თეთრი ბუ | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრი ბუ ♀ | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Nyctea scandiaca | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22689055 | ||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 638.