მთავარი მენიუს გახსნა

წყნარი აბანოეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი მდებარეობს მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს, თეთრიწყაროდან სამხ.-დასავლეთით 25 კმ-ზე. სოფლის ძველი დასახელებაა ცხნარი და ციხნარი.

ისტორიარედაქტირება

წყნარი აბანო ცნობილია ასევე ცხნარის ეკლესიის სახეკუღ. მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ცხნარის ტერიტორიაზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირას, ხეობაში. ეკლესიის სამხრეთის კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი XIII საუკუნეშია აგებული. ადგილმდებარეობის დასახელების რამდენიმე ვარიაცია არსებობს: ”ცხნარი”, ”წყნარი”, ”წინარე”, ”წყნარი აბანო”, ”ციხნარი”.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია ადგილობრივი სწორად ნათალი ქვით, აქტიურადაა გამოყენებული აგრეთვე შირიმის ქვაც. ამჟამად ტაძარი ძალიან დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამარები. საგულისხმოა და საინტერესოა მინაშენის ბალავარის ქვა რომელზეც გამოსახულია ჯვარი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნული ბალავარის ქვა და კარიბჭე, გაცილებით ძველია ვიდრე თვითონ ტაძარი. ამიტომ სავარაუდოა, რომ ახლანდელი ეკლესია ძველის ადგილზეა აგებული.

ტაძარში შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არის. მხატვრულადაა გაფორმებული კარიბჭე. მასზედ გამოსახულია საკმაოდ მოზრდილი ბოლნური ტიპის წრეში ჩასმული ჯვარი და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. კარიბჭე გარედან არქიტრავულია, შიდა მხრიდან თაღოვანი. მის აღმოსავლეთით სვეტზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერაა. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი საკმაოდ საინტერესოა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერიერი მხატვრულად არის გაფორმებული, გაფორმებულია პილასტრები, რომელიც გამოყოფს საკურთხეველს. ინტერიერის მხატვრული გაფორმების მიუხედავად ტაძარი შელესილი ყოფილა.

დღეისათვის მოხატულობის კვალი აღარ შეიმჩნევა, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ იგი მთლიანად მოხატული იქნებოდა. შიდა სივრცის ასეთი გადაწყვეტა დამახასიათებელია უფრო ადრინდელი ეპოქისათვის, როდესაც მოხატვა გავრცელებული არ იყო.

ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი დანგრეულია და მცენარეებითაა დაფარული და მიეკუთვნება დაზიანებული ძეგლების პირველ კატეგორიას.

წყნარი აბანოს ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].


რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება