წყლის ქათამი[1] (ლათ. Gallinula chloropus) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 35 სმ. ფეხები გრძელია, ნისკარტი და კუდი მოკელე. ზურგი ფერად მურა-ზეთისხილისფერია, მუცელი რუხი, სხეულის გვერდებზე გასდევს გრძივი ლაქები, თავი შავია, შუბლზე წითელი ლაქა აქვს; ნისკარტი წითელია, მისი წვეტი კი ყვითელი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში ავსტრალიის გარდა. გადამფრენები არიან, მხოლოდ ადგილ-ადგილ იზამთრებენ. ბინადრობენ მტკნარწყლიან, ბალახეული მცენარეულობით მოდებულ წყალსატევებში. ბუდეს წყალში აკეთებს, ბუჩქების ან ლერწმის ღეროზე. წელიწადში ორჯერ ბუდობს, ყოველჯერზე დებს 6–12 კვერცხს. იკვებება უპირატესად წყლის უხერხემლოებით.

წყლის ქათამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  ლაინასებრნი
გვარი:  წყლის ქათამი
სახეობა:  წყლის ქათამი
ლათინური სახელი
Gallinula chloropus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 62120190

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 49, 158, 192.