წყლის მორიელები

ბაღლინჯოების ოჯახი

წყლის მორიელები (ლათ. Nepidae) — ბაღლინჯოების ოჯახი. აქვთ წაგრძელებული, ჯოხისებრი ან ოვალური სხეული, სიგრძით 15–50 მმ, ბოლოში სასუნთქი მილაკით. წინა ფეხები სატაცია. ცნობილია 2 ქვეოჯახსა და 14 გვარში გაერთიანებული დაახლ. 250 სახეობა.[1] ფართოდ არიან გავრცელებულები, უპირატესად ტროპიკებშიინდო-მალაის, ეთიოპიისა და ნეოტროპიკის ოლქებში. მთელ პალეარქტიკაში გვხვდება გვარები Nepa და Ranatra. ჩვეულებრივ ზღვის მორიელს (Nepa cinerea) ბრტყელი ფართო სხეული და წვრილი სასუნთქი მილაკი აქვს; Ranatra-ის გვარის სახეობებს — გრძელი და ცილინდრული. ბინადრობენ მცენარეულობით მდიდარ მდგარ ან სუსტად გამდინარე მტკნარ წყალსატევებში. გადაადგილდებიან ფსკერზე ან წყალმცენარეებზე, ცუდად ცურავენ. თავს ესხმიან მცირე ზომის წყლის ცხოველებს, მ.შ. თევზის ლიფსიტებს. ზიანის მიყენება შეუძლიათ სატბორე მეთევზეობისათვის.[2][3]

წყლის მორიელები

ჩვეულებრივი ზღვის მორიელი (Nepa cinerea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nepidae (Latreille, 1802)

სქოლიო რედაქტირება

  1. P. Chen; N. Nieser; J.Z. Ho (2004). „Review of Chinese Ranatrinae (Hemiptera: Nepidae), with descriptions of four new species of Ranatra Fabricius“. Tijdschrift voor Entomologie. 147 (1): 81–102. doi:10.1163/22119434-900000142.
  2. Тишечкин Д. Ю. ВОДЯНЫЕ СКОРПИОНЫ // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 515.
  3. Водяные скорпионы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.