ნიქტოფობია
(გადამისამართდა გვერდიდან წყვდიადის შიში)
ნიქტოფობია (ძვ. ბერძნ. νυκτός — ღამე და φόβος — შიში) - სიბნელის, ღამის, წყვდიადის შიში. ფართოდ გავრცელებული ფობია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ნიქტოფობია საკუთარ თავში არ გულისხმობს თავად სიბნელისა თუ წყვდიადის შიშს: ეს შეიძლება იყოს წყვდიადში არსებული საფრთხეების შიში.[1] სიბნელის შიში გარკვეულ დონეზე ბუნებრივია და განიხილება, როგორც ბავშვის განვითარების ფაზა.[2] როგორც წესი, სიბნელის შიში ბავშვებში არ ჩნდება 2 წლის ასაკამდე.[3]
იმ შემთხვევაში, თუ სიბნელის შიში პათოლოგიურ შიშად ყალიბდება, გამოიყენება სახელწოდება სკოტოფობია (ძვ. ბერძნ. σκότος – „წყვდიადი“), ან ლიგოფობია (ძვ. ბერძნ. λυγή – „ბინდი“).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ William Lyons (1985). Emotion, გვ. 75. ISBN 0521316391.
- ↑ Adele Pillitteri (1995). Maternal and Child Health Nursing. ISBN 0397551134.
- ↑ Jersild, Arthur T. (2007). Children's Fears. Read Books, გვ. 173. ISBN 1406758272. ]