წყაროსყელი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
წყაროსყელი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. მდინარეების გუროსწყლისა და წყაროსთავის სათავეებში (არღუნის სისტემა). სიმაღლე ზღვის დონიდან 3394 მეტრი. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და კირქვებით. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით.
წყაროსყელი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3394 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 364.