წყაროსთავის საეპისკოპოსო

წყაროსთავის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში, სამცხე საათაბაგოში, საკათედრო ტაძრით — ჯავახეთის წყაროსთავი.

საეპისკოპოსოს საზღვრები რედაქტირება

მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასალის ძემ - მირდატმა. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში. მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე.

 
„...ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ კერძოდ. ამ წყალზედ არს, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია, ფრიად დიდ-მშვენიერი, გუნბათიანი, რომელი აღაშენა მირდატ გორგასალის ძემან. იჯდა ეპისკოპოსი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტაანითურთ, ვიდრე ყარსის მთადმდე და ხავეთამდე.“

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წყაროსთველის სამწყსო იყო პალაკაციო-კოლას შორის მთიდან არტაანის ჩათვლით ტერიტორია. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წყაროსთველი მეშვიდე ადგილზეა დასახელებული.

 
„Ⴆ. წყაროსთუჱლის სამწყსო ზევთი (ხევთი??/ხეოთი) და იმას ზეით პალაკაციო კოლის სამზღურამდინ, მტკუარს აქეთი: აქათ არტანი.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53