წყალწითელას ხეობა

(გადამისამართდა გვერდიდან წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი)

წყალწითელას ხეობა — მდინარე წყალწითელას ხეობის მონაკვეთი საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. იქმნება სოფელ გოდოგნის ხიდსა და გელათს შორის მონაკვეთის 7,5 კმ-იან ზოლში,[1] ზღვის დონიდან 130–200 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდინარე წყალწითელას კანიონისებურ ხეობას, სადაც ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სამკურნალო თვისებებს სძენს. წყალწითელაში მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა; მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი. წყალწითელას ხეობა ბუნების ძეგლია.[2]

წყალწითელას ხეობა
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ქუთაისი
კოორდინატები 42°16′40″ ჩ. გ. 42°45′22″ ა. გ. / 42.27778° ჩ. გ. 42.75611° ა. გ. / 42.27778; 42.75611
ფართობი 0,12 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება