წუთიერი დუმილი არის გამოხატულება პატივის მიგებისა ადამიანისათვის ან ადამიანებისათვის, რომლებიც ბოლო ხანებში ტრაგიკულად დაიღუპნენ. ან იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მნიშვნელოვანი დღის წლისთავია.მაგალითად, დასავლეთში ბევრი ადამიანი წუთიერი დუმილით იხსენებს მსხვერპლს შეიარაღებული ომებისა.

დამაშის დაწყებამდე Fulham F.C.–ისა და Newcastle United F.C.–ის ფეხბურთელები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ჯიმ ლენგლის.
დამაშის დაწყებამდე Fulham F.C.–ისა და Newcastle United F.C.–ის ფეხბურთელები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ჯიმ ლენგლის.

უმეტესად, დუმილი ერთ წუთს გრძელდება. თუმცა სხვადასხვა დრო შეიძლება გაგრძელდეს. მაგალითად, თითოეული დაღუპულისთვის თითო წუთი. ამ პროცესის დროს მონაწილემ შეიძლება თავი დაღუნოს ან ქუდი მოიხადოს ან ლაპარაკს თავი დაანებოს. ჩვეულებრივ, პიროვნება, რომელიც გამოაცხადებს წუთიერ დუმილს, მანვე უნდა შეატყობინოს მონაწილეებს პროცესის დასრულება.

წუთიერი დუმილის დროს შესაძლებელია სხვა სიმბოლური ქმედებებიც: მტრედის განთავისუფლება, ზარების რეკა, ან შესრულდეს Last Post.

წარმოშობა რედაქტირება

მოგონების დღეზე დუმილის იდეა პირველად მოიფიქრა ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ედუარდ ჯორჯ ჰანიმ The Times–სთვის მიწერილ წერილში 1919 წლის მაისში. იგი ფიქრობდა 5 წუთიან დუმილზე მაგრამ იგი ძალიან დიდი იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება