წმინდა ფრუმენტიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 30 ნოემბერი, ახალი სტილით - 13 დეკემბერი, ეთიოპიელი მთავარეპისკოპოსი, იგი ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.

წმინდა ფრუმენტი

ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმინდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 15 მაისს) მოინახულა. წმინდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმინდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურარედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება