წმინდა ანტონინა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|წმინდა ანტონინა}} |
წმინდა მოწამე ანტონინა — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი და 13 ივნისი, ახალი სტილით — 14 მარტი და 26 ივნისი. ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმინუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. გადმოცემით წმინდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმინდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმინდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.
ლიტერატურარედაქტირება
- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 225