წკერეს კვირაცხოვლის ნიში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

წკერეს კვირაცხოვლის ნიშიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში.

კვირაცხოვლის ნიში მდებარეობს სოფლის თავში, ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ხადის წყლის მარჯვენა ნაპირზე. ნიში მიმართულია დასავლეთისკენ. ძირითადი სტრუქტურა აგებულია ნატეხი ქვით და ცემენტის ხსნარით. მისი ზომებია: 73x90 სმ., სიმაღლე: 1,0 მ. სანთლის ასანთები სწორკუთხა ნიშა დატანებულია დასავლეთიდან. ნიშას შვერილი ძირი აქვს, რაც ერთგვარად თაროს ფუნქციასაც ასრულებს. ნიშის ზემოდან აღმართულია ანდეზიტის ქვაში, მაღალ რელიეფურად გამოთლილი ჯვარი (სიმაღლე 40 სმ.), რომელიც მკლავებს შორის მოქცეულ ჩაკვეთილ ფონზე მკაფიოდ აღიქმება. ჯვრის წინა პირზე მცირე სიღრმის ღარით მონიშნულია ჯვრის გრაფიკული გამოსახულება, ზედა და განივ მკლავებზე გავლებული მოკლე, პერპენდიკულარული ხაზებით და ჯვრის ცენტრში, მკლავების გადაკვეთის ადგილში ჩაკვეთილი კუთხით დაყენებული კვადრატული მოტივით. ნიშის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩადგმულია მაღალი რკინის ჯვარი. კვირაცხოვლის ნიში რამდენიმე წლის აღმართულია ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, თუმცა მათივე თქმით ამ ადგილას ძველი სალოცავი ნიშის ნანგრევები ყოფილა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35123