წიწმატა სელი
წიწმატა სელი,[1] წიწმატა-სელი (ლათ. Camelina) — ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ღეროსეული ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ისრისებრი[2] და მჯდომარეა, როზეტისა — ყუნწიანი. ყვავილები წვრილია, ღია ყვითელი, იშვიათად თეთრი, შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედში. ნაყოფი ორკამერიანი, მრავალთესლიანი, მსხლის ფორმის ჭოტაკია.[3] ცნობილია 8–20 სახეობა.[4][5] გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ განედებში. ზოგი სახეობა (C. microcarpa, C. sativa) ადრე ფართოდ იყო ცნობილი აგროკულტურაში, მათი თესლებიდან ხდიან სელის ზეთს;[3] თესლი 35–47% ცხიმოვან ზეთს შეიცავს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის, იშვიათად საჭმელად იყენებენ.[2] არის სარეველა-რუდერალური სახეობებიც. კარგი თაფლოვანი მცენარეებია.[3]
წიწმატა სელი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() სათესი წიწმატა სელი (Camelina sativa) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Camelina Crantz, 1762 | |||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებული სახეობები:[6]
- Camelina laxa C.A.Mey., 1831 — ვიწრო არეალით გამოირჩევა (სამხრეთი საქართველო, წინა აზია)[2]
- Camelina microcarpa Andrz. ex DC., 1821
- სინონიმი Camelina pilosa (DC.) N.W.Zinger, 1909[7]
- Camelina rumelica Velen., 1888
- Camelina sativa (L.) Crantz, 1762
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მცხვეთაძე ჯ., ჭოტაკი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ხინთიბიძე ლ., წიწმატა-სელი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 336.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Дорофеев В. И. Рыжик // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 119.
- ↑ Camelina — The Plant List en. www.theplantlist.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-10. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022
- ↑ Camelina Crantz en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022
- ↑ დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 95, ISBN 978-9941-26-391-0.
- ↑ Camelina pilosa (DC.) N.W.Zinger en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022
- ↑ Camelina albiflora Kotschy ex Boiss. en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022
- ↑ Camelina glabrata (DC.) Fritsch en. www.gbif.org. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022