წიფორის მთა
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
წიფორის მთა, წიფარიო[1] — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტი. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ოთისა და ლაშიხევის წყალგამყოფის შტოქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2085 მ. აგებულია ზედაეოცენური ბაზალტებითა და ტრაქიტებით. შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახოვანი მცენარეებით.
წიფორის მთა | |
---|---|
წიფორის მთა (მარცხნივ), ხედი ასპინძიდან | |
კოორდინატები: 41°36′14″ ჩ. გ. 43°18′38″ ა. გ. / 41.60389° ჩ. გ. 43.31056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2085 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ბაზალტი და ტრაქიტი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 334.