წინარეხის ელიას ეკლესია
წინარეხის ელიას ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ტყეში, ჩადრისთავის მიდამოებში, მთის ფერდობზე. თარიღდება სავარაუდოდ X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ნაგებია საკმაოდ მოზრდილი კლდის ლოდებით. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. კარი გადახურულია ქვის დიდი ლოდით.
ლიტერატურარედაქტირება
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 212, თბ., 1990 წელი.