წინამძღვრიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

წინამძღვრიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 700-800 მეტრზე, ნაქვრიმის ხევის მარჯვენა მხარეს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (6,25 X4,l5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (სატრიუმფო თაღი, საბჯენი თაღი, კრონშტეინები, სარკმლის თაღი) გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. ნახევარწრიული აფსიდი გადახურულია დამრეცი კონქით. კონქის თაღი რთულპროფილიან (თარო, ორი ლილვი და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ — პატარა სწორკუთხა ნიში. ერთი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია. დარბაზის ნახევარწრიული კამარა კრონშტეინებზე დაყრდნობილ შეკიდულ საბჯენ თაღს ემყარება.

ლიტერატურა რედაქტირება