წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია

წვირმის მთავარანგელოზის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.

წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია პატარა, თლილი ქვისგან აგებული ეკლესიაა. კანკელი ქვისაა, სამკამარიანი. ტაძარს აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს. თაღის სარტყელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფართო და ძლიერად გამოშვერილ პალიასტრებზეა დამყარებული. საკურთხეველში ორი ღრმა მრგვალი უბეა. ეკლესიაში ტრაპეზი არაა, თუმცა მის მაგივრობას სარკმლის ქვემო ნაწილის სიბრტყე სწევდა.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, წვირმის მთავარანგელოზის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • თაყაიშვილი, ე. (1937). არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. პარიზი. გვ, 225-226.

სქოლიო რედაქტირება