წერედიანის მღვიმე

არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუქრუთში.

წერედიანის მღვიმე — არქეოლოგიური ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში. მღვიმე თარიღდება ზედა პალეოლითის პერიოდით. მდინარე შუქრუთისწყლის აუზის ხეობის მარჯვენა ციცაბო ფერდობზე კლდოვან პლატოზე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში 7 მეტრის სიგრძის, 3 მეტრი სიმაღლის და 5 მეტრი სიგანის კლდოვანი მღვიმე. იგი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. ფსკერის ფართობი 4 კვ. მეტრია, საერთო მოცულობა 16 მ³. მღვიმე ძნელად მისადგომი და მშრალია. აღმოჩენილია კაჟისა და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. არქეოლოგიური ძეგლი ზურაბ ტატაშიძემ 1957 წელს გამოიკვლია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19358