წამოდექით მიცვალებულებო

წამოდექით მიცვალებულებო“ (ფრანგ. Debout les morts) — ფრანგი მწერლის ფრედ ვარგასის დეტექტიური ჟანრის რომანი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1995 წელს და ამავე წელს დასახელდა წლის საუკეთესო დეტექტიურ რომანად. ნაწარმოებმა მიიღო პირველი ადგილის პრემია Crime Writers’ Association’s Duncan Lawrie International Dagger - ზე, დღეს ცნობილზე როგორც - The International Dagger Award.

წამოდექით მიცვალებულებო
სრული სათაური Debout les Morts
საერთო სათაური წამოდექით მიცვალებულებო!
ჟანრი დეტექტივი
ავტორი ფრედ ვარგასი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერილია საფრანგეთი
გამოცემულია 1995
ქართულად თარგმნა ლელა ზურებიანი

სიუჟეტი რედაქტირება

ერთ დილით, ყოფილი ოპერის მომღერალი სოფია სიმეონიდისი აღმოაჩენს რომ მისი სახლის ეზოში დგას წიფლის ხე, რომელიც მანამდე იქ არ იდგა. სოფია ამ ამბით შეშფოთებულია, თუმცა მის შეშფოთებას არ იზიარებს სოფიას ქმარი პიერი და ხის უცნაურ გამოჩენას მისი ცოლის რომელიმე თაყვანისმცემელს მიაწერს. შეშინებული სოფია კი დასახმარებლად, მათ წინ ახლადგადმოსულ მეზობლებს მიმართავს. სწორედ ეს ახლადგადმოსული მეზობლები წარმოადგენენ რომანის ცენტრალურ პერსონაჟებს. ესენი არიან: მარკ ვანდუზლერი, მეტსახელად მარკოზ მახარებელი, მათიას დელამარი, მათე მახარებელი და ლუსიენ დევერნუა, ლუკა მახარებელი. სამივენი ისტორიკოსები არიან და შეისწავლიან მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პერიოდებს. მეტსახელები კი მათ შეარქვა ამ სახლის მეოთხე მკვიდრმა, აწ უკვე პენსიაზე გასულმა ყოფილმა პოლიციელმა, არმან ვანდუზლერმა. მეზობლების დახმარებით სოფია სიმეონიდისი ამოთხრის ხის ქვეშ არხს თუმცა იქ ვერაფერს აღმოაჩენს . ამის შემდგომ მოვლენები დრამატულად ვითარდება. გაუჩინარდება სოფია სტამადიასი და მის კვალს ვერსად პოულობენ. უცნაური ხითა და სოფიას გაუჩინარებით შეწუხებული სამი მახარობელი და ერთი გადამდგარი პოლიციელი იწყებენ გამოძიებას...

პერსონაჟები რედაქტირება

  • მარკ ვანდუზლერი (მარკოზ მახარებელი) — შეისწავლის შუა საუკუნეების ისტორიას. საშუალო სიმაღლის, ძალიან გამხდარი, შავი თმით. მუდამ ატარებს შავი ფერის ტანისამოსს და არის ძალიან ელეგანტური. არის ამაყი და პესიმისტი, ამავდროულად ოდნავ ნერვიული და მოუთმენელი. ცოლს გაშორებული და უმუშევარია. მისი როლი ნაწარმოებში ძალიან მნიშვნელოვანია, თითქმის მთლიანი ამბავი მოთხრობილია მისი თვალთახედვით. განათლებული ადამიანია და თავისუფალ დროს წერს შუა საუკუნეებზე. რომანის ბოლოს მკითხველს შთაბეჭდილება რჩება იმისა რომ ის შეყვარებულია სოფია სიმეონიდის დისშვილ ალექსანდრაზე. ცხოვრობს სახლის მესამე სართულზე.
  • მატიას დელამარი (მათე მახარებელი) — მისი პროტოტიპია მონადირე-შემგროვებელი რაც კავშირშია მისი საქმიანობასთან, ის იკვლევს პრეისტორიულ ეპოქას. არის ქერა, მაღალი, ჩაფსკვნილი სხეულით და ცისფერი თვალებით. იგი მუდამ ტყავის სანდალებით დადის. არის ჩუმი და განათლებული ადამინი. უმუშევარია და არ ჰყავს მეუღლე. გატაცებულია ჟულიეტ გოსლენით. ცხოვრობს სახლის მეორე სართულზე.
  • ლუსიენ დევერნუა (ლუკა მახარებელი) — არის პირველი მსოფლიო ომის ისტორიკოსი. ჩავარდნილი ლოყებით და ყავისფერი თმით. ის მუდამ ჰალსტუხში, ნაცრისფერ პიჯაკსა და ინგლისურ ტყავის ფეხსაცმელშია გამოწყობილი. უყვარს ბევრი ლაპარაკი. არის ძალიან სუფთა და მოწესრიგებული. ამ პერსონაჟის შექმნისას მწერლის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მისი ძმა, ისტორიკოსი სტეფან აუდიონ-როზეუ. ლუსიენი ცხოვრობს სახლის მეოთხე სართულზე.
  • არმან ვანდუზლერი — მარკ ვანდუზლერის ბიძა და ნათლია. არის 68 წლის, საოცრად მომხიბვლელი. უყვარს დაკვირვება და შემდგომ საკუთარი აზრის გამოთქმა. ყოფილი პოლიციელია, იგი გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც დაეხმარა დამნაშავეს გაქცევაში. უყვარს ბანქოს თამაში. ცხოვრობს სახლის მეხუთე სართულზე.
  • სოფია სიმეონიდისი — ცნობილი ოპერის მომღერალი. წარმოშობით ბერძენი, დაიბადა დელფიში. არის 50 წლის და დაქორწინებულია პიერ რელივოზე 15 წელია.
  • პიერ რელივო — სოფი სიმეონიდისის ქმარი. მუშაობდა სახელმწიფო მდივნად. პირველი ეჭვმიტანილი ცოლის მკვლელობაში.
  • ჟულიეტ გოსლენი — აღმოსავლეთის ფრონტის მეზობელი, სოფიას ახლო მეგობარი. აქვს პატარა რესტორანი სახელად „კასრი“. არის ნაზი, მეგობრული, კეთილი და ლამაზი. აქვს თეთრი კანი და ქერა თმა.
  • ალექსანდრა — სოფია სიმეონიდისის დისშვილი. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. არის მარტოხელა მშობელი. აქვს მოკლედ შეჭრილი შავი თმები. უყვარს ავტომანქანით სეირნობა. არის ჯიუტი და ამაყი.
  • ინსპექტორი ლეგენეკი — არმან ვანდუზლერის ყოფილი თანამშრიმელი.
  • ჯორჯ გოსლანდი — ჟულიეტ გოსლანდის ძმა.
  • კრისტოფ დომპიერი
  • ლუისი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება