ძირულა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ძირულა (მდინარე))
ძირულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში. მიედინება საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1252 მ სიმაღლეზე. მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 83 კილომეტრი, აუზის ფართობი 1270 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.
ძირულა | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
სათავე |
ლიხის ქედი 42°19′55″ ჩ. გ. 43°38′44″ ა. გ. / 42.332194° ჩ. გ. 43.645639° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1252 მ |
შესართავი |
ყვირილა 42°05′51″ ჩ. გ. 43°04′32″ ა. გ. / 42.097500° ჩ. გ. 43.075639° ა. გ. |
სიგრძე | 83 კმ |
აუზის ფართობი | 1270 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 26,6 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ძირულა ვიკისაწყობში |
წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ წევასთან — 26,6 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ძირულის ხეობაშია გაშენებული სოფლები: ქვედა წევა, ბორითი, შროშა და სხვა. ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.[2]
ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს მდინარე ძირულას:[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.
- ↑ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული აღწერა
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 154 — თბილისი, 1941