ძიგვა

მცენარეთა გვარი

ძიგვა (ლათ. Nardus) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, მოკლეფესურიანი, მკვრივკორდოვანი ბალახია. 10 — 40 სმ სიმაღლის სწორმდგომი ღეროები აქვს.

ძიგვა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ძიგვა
ლათინური სახელი
Nardus

ერთადერთი სახეობა — Nardus stricta გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მცირე აზიის მთებში, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში (მ. შ. საქართველოში). იზრდება გაეწრებულ, მწირ ნიადაგზე, მდელოზე, ნატყევარ და ნაჭაობარ ადგილას.

ლიტერატურა

რედაქტირება