ხელანშანის ქედი

(გადამისამართდა გვერდიდან ძიალანშანი)

ხელანშანი, ალაშანი, ძიალანშანი — ქედი ჩინეთში, შიდა მონღოლეთისა და ნინსია-ხუეის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია ალაშანის უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარე ხუანხეს მარცხენა სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით 180 კმ-ზე. სიგანე 15-50 კმ ფარგლებშია. კალთები ციცაბოა, ძლიერაა დანაწევრებული. საშუალო სიმაღლეები 2000 მ აღწევს. მაქსიმალური სიმაღლე 3556 მ (მთა ხელანშანი). წყალგამყოფი ხაზი წარმოდგენილია რელიეფის ალპური ტიპის ვიწრო დაკბილული თხემით. აგებულია კამბრიუმამდელი გნაისებით, პალეოზოური კირქვებითა და ფიქლებით. მთისწინეთში — უდაბნოა, უფრო მაღლა მთის ბუჩქნარის სტეპი და მდელოების ცალკეული მონაკვეთები, ხოლო ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ექსპოზიციის კალთებზე წიწვოვანი ტყის კუნძულები.

ხელანშანის ქედი
ხელანშანის ქედი
ხელანშანის ქედი
კოორდინატები: 38°54′ ჩ. გ. 105°58′ ა. გ. / 38.900° ჩ. გ. 105.967° ა. გ. / 38.900; 105.967
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა მონღოლეთი
ნინსია-ხუეი
უმაღლესი წერტილი ხელანშანი
სიმაღლე 3556 
ფართობი 673 400 კმ²
სიგრძე 180 კმ
სიგანე 50 კმ
ხელანშანის ქედი — ჩინეთი
ხელანშანის ქედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება