ცხავერის მეორე ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცხავერის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერიდან ორასიოდე მეტრზე, ადგილ სამებაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა შენობათა საძირკვლის ნაშთები, რამდენიმეიარუსიანი ხელოვნური ტერასები. ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარზე შემორჩენილია სამების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.