ცორნდორფის ბრძოლა
ცორნდორფის ბრძოლა — შვიდწლიანი ომის (1756-1763 წწ.) ერთ-ერთი ბრძოლა რუსეთისა და პრუსიის არმიებს შორის 1758 წლის 25 აგვისტოს სოფელ ცორნდორფთან (ახლანდელი სარბინოვო, პოლონეთი). ფრიდრიხ II-მ გადაწყვიტა რუსეთის არმიის განადგურება ცორნდორფთან. 14 აგვისტოს დილით პრუსიელებმა ცორნდორფს ორივე მხრიდან შემოუარეს და არტილერიის მხარდაჭერით რუსეთის პოზიციებს შეუტიეს. რუსეთის არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს, უკუაგდო მისი შეტევები და თავისი პოზიციები შეინარჩუნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 241.