ცოკორი

მღრღნელთა გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა

ცოკორი[1][2] (ლათ. Myospalax) — მღრღნელთა გვარი ბრუცასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 15–27 სმ, კუდისა 3–7 სმ. გარეთა ყური არ გააჩნიათ, თვალები ძალიან მცირე ზომისა აქვთ. წინა კიდურებზე გაზრდილია ბრჭყალები, რომლებიც თხრასაა შეგუებული. შეფერილობა ერთფეროვანია, მურა და ნაცრისფერ-რუხი ელფერით, ფხისებრი ბეწვი არ არის განვითარებული. გვარში გაერთიანებულია 3 სახეობა.[3] გავრცელებული არიან სამხრეთ ციმბირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობენ ვაკისა და მთის სტეპებში. ეწევიან მიწისქვეშა ცხოვრების ნირს. თხრიან 3 მეტრამდე სიღრმის სოროების რთულ ქსელს. იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით. ადგილ-ადგილ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას. მათ ტყავს ამუშავებენ და იყენებენ როგორც მეორეხარისხოვან ბეწვეულს.

ცოკორი

მანჯურიული ცოკორი (Myospalax psilurus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Myospalax (Laxmann, 1773)

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 237.
  2. მიკროევოლუციის საფუძვლები, § 9. შიგაპოპულაციური (გენეტიკური) პოლიმორფიზმი, 9.2. ქრომოსომული პოლიმორფიზმი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. (2005). Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.