ციფრული (ელექტრონული) ვალუტა — ნებისმიერი ვალუტა, ფული ან ფულის მსგავსი აქტივი, რომელიც ინახება, იმართება და იცვლება ციფრულ კომპიუტერულ სისტემებში, ძირითადად ინტერნეტით.

ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტად თვლის ნებისმიერი სახის ვალუტას ციფრულ (არამატერიალურ) ფორმატში.[1] ციფრული ვალუტა შეიძლება ჩაიწეროს ინტერნეტში გამოყოფილ მონაცემთა ბაზაში, კომპანიის ან ბანკის ცენტრალიზებულ ელექტრონულ-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში, ციფრულ ფაილებში ან წინასწარი გადახდის ბარათებზე.

ციფრულ ვალუტას აქვს ტრადიციული ვალუტის მსგავსი თვისებები, მაგრამ როგორც წესი, მათ არ აქვთ ფიზიკური ფორმა დაბეჭდილი ბანკნოტებისა და მონეტებისაგან განსხვავებით. სწორედ ფიზიკური ფორმის არ არსებობა იძლევა მყისიერი ტრანზაქციების საშუალებას ინტერნეტით. ამასთანავე იზოგება ბანკნოტებისა და მონეტების ბეჭდვაზე და გავრცელებაზე გაწეული ხარჯები. ვირტუალური ვალუტა, რომელიც არ გამოუშვია სახელმწიფო ორგანოს, არ ითვლება კანონიერ საგადასახადო საშუალებად და შეიძლება მათი სახელმწიფოს გარეთ გადაცემა. ვალუტის ასეთი ტიპის გამოყენება შესაძლებელია რაიმე საქონლის ან მომსახურების შესაძენად. შესაძლებელია გარკვეული ორგანიზაციების მიერ შეზღუდვები იყოს მის გამოყენებაზე (მაგ. ონლაინ-თამაშებში). მათი ღირებულება ხშირად მიბმულია ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ არსებობს სხვა ალტერნატივაც (მაგ. ძვირფასი მეტალები). ასევე გვხვდება მერყევი სავალუტო კურსი (მაგ. ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები)

ციფრული ვალუტა შეიძლება იყოს ცენტრალიზებული, როცა არსებობს ფულის ნაკადზე კონტროლის ცენტრალური წერტილი (მაგ. ბანკი), ან არაცენტრალიზებული, როცა ფულის ნაკადზე კონტროლი განსაზღვრულია ან შეთანხმებულია დემოკრატიული გზით. კრიპტოვალუტების გარდა ყველა ციფრული ვალუტა ცენტრალიზებულია, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს გააუქმოს ის ნებისმიერ დროს. კრიპტოვალუტების (ბიტკოინი, ლაიტკოინი, დოჯკოინი და ა.შ.) ემისია და აღრიცხვა დაფუძნებულია კრიპტოგრაფიაზე და PoW და PoS დაცვის მეთოდებზე, თან ეს ხდება დეცენტრალიზებულად P2P ქსელში.

ციფრული ვალუტების საგადასახადო სისტემები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ecb
  2. eMoney
  3. yoomoney-ს ვებ-გვერდი
  4. WwebMoney
  5. PerfectMoney
  6. PayPal