ცინცინატის ხელოვნების მუზეუმი
ცინცინატის ხელოვნების მუზეუმი — ხელოვნების მუზეუმი ცინცინატის ედემის პარკში, ცინცინატში, ოჰაიოში. დაარსდა 1881 წელს, ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია ამერიკის შეერთებული შტატები. მისი კოლექცია 67,000-ზე მეტ ნამუშევრისგან შედგება, რომელიც მოიცავს კაცობრიობის 6000 წლიან ისტორიას, ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილი კოლექციაა შუადასავლეთში.
ცინცინატის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
39°06′50″ ჩ. გ. 84°29′49″ დ. გ. / 39.11389° ჩ. გ. 84.49694° დ. გ. | |
დაარსდა | 1881 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | Eden Park |
კლასიფიკაცია | ხელოვნების მუზეუმი |
ვიზიტორები | 346,000 [1] |
დირექტორი | კამერონ კიჩინი |
ოფიციალური საიტი | https://www.cincinnatiartmuseum.org და https://cincinnatiartmuseum.org/ |
მუზეუმის დამფუძნებლებს თავდაპირველად დებატები ჰქონდათ, იმის თაობაზე, თუ სად განეთავსებინათ მუზეუმის შენობა. მათ ორი ვარიანტი ჰქონდათ, ან ბერნეტ ვუდსში, ედემის პარკში უნდა განთავსებულიყო, ან ცინცინატის ცენტრში, ვაშინგტონის პარკში. ჩარლზ ვესტმა, ადრეული მუზეუმის მთავარმა შემომწირველმა, მხარი ედემის პარკს დაუჭირა. მუზეუმი რომაული აღორძინების შენობაა, რომელიც დაპროექტებულია ცინცინატის არქიტექტორის ჯეიმზ ვ. მაკლაფლინის მიერ, 1886 წელს. მუზეუმის 135-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მუზეუმმა მრავალჯერ იცვალა გარეგნული სახე.
2003 წელს მუზეუმი გაფართოვდა და დაემატა ცინცინატის მხატვრების მიერ შესრულებული ნახატების მუდმივი კოლქცია. ცინცინატის ეს ნაწილი მოიცავს თხუთმეტ ახალ გალერეას, რომელიც მთლიანობაში მოიცავს 18,000 კვადრატულ ფუტს, კეთილმოწყობილ სივრცეს და 400 ობიექტს. ოდოარდო ფანტაჩიოტის ანგელოზები კოლექციის ორი უდიდესი ნაწილია. ფანტაჩიოტიმ შექმნა ეს ანგელოზები წმინდა პეტრეს მთავარი საკურთხევლისთვის, ჯაჭვების ტაძარში 1840 -იანი წლების ბოლოს. ეს ნამუშევრები ცინცინატის მუზეუმის ევროპის პირველი ქანდაკებებია. ამ გალერეაში ასევე დაცულია ფრენკ დუვენეკის, რუკვუდ პოტერის, რობერტ სკოტ დუნკანსონის, და ლუმან ვოთსონის ნამუშევრები.
ცინცინატის ხელოვნების მუზეუმი არის ქალთა და მამაკაცთა ძეგლთა მუზეუმების ქსელის ნაწილი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს ხელოვნების შენარჩუნებისათვის, მამაკაცთა ძეგლთა ფონდის მიერ.[2][3]
ისტორია
რედაქტირებამეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, საჯარო ხელოვნების მუზეუმები ჯერ კიდევ ძალიან ახალი მოვლენა იყო, განსაკუთრებით დასავლეთით ცინცინატში. 1876 წელს ფილადელფიაში გამართული ასწლიანი გამოფენის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქალთა ხელოვნების მუზეუმის ასოციაცია მოეწყო ცინცინატში, რომლის მიზანი ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ, რეგიონში ასეთი დაწესებულების გამრავლება იყო. 1881 წლისთვის ცინცინატის მუზეუმების ასოციაცია გაერთიანდა. ხელოვნების მუზეუმი თავდაპირველად დროებით იყო განთავსებული ოვერ-რაინში, მუსიკალური დარბაზის სამხრეთ ნაწილში. სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, ანუ 1886 წლის 17 მაისს, ედემის პარკში ხელოვნების მუზეუმის შენობა დაეთმო დახვეწილ ცერემონიებს.[4] 1887 წლის ნოემბერში მაკმიკენის სკოლა გადავიდა ახლად აშენებულ სამუზეუმო კამპუსში და დაარქვეს ცინცინატის სამხატვრო აკადემია.
ცინცინატის ხელოვნების მუზეუმი თავიდანვე სარგებლობდა საზოგადოების მხარდაჭერით. რიგი გამოჩენილი ცინცინატების, მათ შორის მელვილ ე. ინგალსის,[5] გულუხვი შემოწირულობებით, კოლექცია გაიზარდა ათეულობით ათასი ობიექტით, რამაც საჭირო გახადა მუზეუმის შენობის გაფართოება.
1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისის რემონტმა დიდი დარბაზი ორ სართულად დაყო და ხელოვნების მუზეუმის ახლანდელი მთავარი შესასვლელი შეიქმნა. 1965 წელს ადამს-ემერის ფრთის დასრულებამ კიდევ უფრო გაზარდა ობიექტების რესურსი და დაემატა სივრცე მუდმივი კოლექციისთვის, სალექციო დარბაზებისთვის და დროებითი საგამოფენო გალერეებისთვის.
1993 წელს, 13 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტმა აღადგინა ხელოვნების მუზეუმის ინტერიერის არქიტექტურა და გამოავლინა დიდი ხნის განმავლობაში დამალული არქიტექტურული დეტალები. ეს პროექტი მოიცავდა ხელოვნების მუზეუმის ერთ -ერთი ადგილის, დიდი დარბაზის განახლებას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი გალერეის სივრცე და გაუმჯობესდა განათება და კლიმატის კონტროლი. ხელოვნების მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე გაფართოვდა დაახლოებით 10,000 კვადრატული ფუტით. 1998 წელს მუზეუმის საბჭომ გადაწყვიტა გამოეყო მუზეუმი ცინცინატის სამხატვრო აკადემიისგან.
ოცდამეერთე საუკუნის მიწურულს, ხელოვნების მუზეუმის კოლექცია ითვლიდა 60 000-ზე მეტ ობიექტს და დღეს ის უდიდესია ოჰაიოს შტატში. 2003 წელს ცინცინატის ხელოვნების მუზეუმმა გააღრმავა კავშირი დიდ ცინცინატის საზოგადოებასთან, გახსნა მუზეუმის პოპულარული და გაფართოებული ცინცინატის ნაწილი, ქალაქის ხელოვნების ისტორიის პირველი მუდმივი ჩვენება ქვეყანაში. გარდა ამისა, 2003 წლის 17 მაისს, ხელოვნების მუზეუმმა სამუდამოდ გააუქმა მუზეუმში შესვლის საფასური, რაც შესაძლებელი გახდა ლოისისა და რიჩარდ როზენტალის ფონდის დაფინანსებით.[6] 2005 წელს ცინცინატის სამხატვრო აკადემიამ ოფიციალურად დატოვა მუზეუმის ედემის პარკის კამპუსი და გადავიდა ოინ-რაინში.[7]
გამოფენები
რედაქტირებანაკლები ფინანსური მხარდაჭერების გამო, ცინცინატის ხელოვნების მუზეუმმა არაპრაქტიკულად მიიჩნია წელიწადში 2,5 მილიონი დოლარის დახარჯვა სპეციალურ გამოფენებზე, მაშინ როდესაც მას გააჩნდა გამოუფენავი ჰოლანდიური თანამედროვე დიზაინი. ამის შედეგად, 2010 წელს მუზეუმმა წამოიწყო პროექტი "იხილეთ ამერიკა", ჩაატარა ცხრა პატარა შოუ, კოლექციების საშუალებით მან საზოგადოებას ქვეყნის სხვადასხვა მხარე წარუდგინა. მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მუდმივი კოლექციების გამოკვეთა.[8]
მენეჯმენტი
რედაქტირებარიჩარდ და ლოის როზენტალის ფონდის, თომას ჯ. ემერის ფონდისა და ცინცინატის ფინანსური კორპორაციის მიერ დაფინანსებული ფონდის წყალობით, მუზეუმში შესვლა და 73 გალერეის დათვალიერება ვიზიტორებისთვის უფასოა. საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ეხება მხოლოდ მოზარდებსა და ბავშვენს. სპეციალური გამოფენების ფასი განსხვავებულია.
ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ედემის პარკში ედემ პარკ 953-ში, ღიაა სამშაბათიდან კვირამდე, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე და ხუთშაბათს, დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე. პარკინგი უფასოა ყოველდღე.
2011 წლისთვის, მუზეუმის ქონება შემცირდა დაახლოებით $ 70 მილიონამდე.[8] თუმცა 2014 წელს $ 87 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.citybeat.com/arts-culture/visual-arts/blog/21085403/cincinnati-art-museum-just-set-record-high-attendance-number
- ↑ CAM joins the Monuments Men and Women Museum Network (2021).
- ↑ A New Museum Network Is Focusing On the Monuments Men's Long-Overlooked Postwar Cultural Contributions (2021-06-17).
- ↑ (1912) {{{title}}}.
- ↑ „Melville. Ingalls, Financier, is Dead“. The New York Times. July 12, 1914. p. C5.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-21. ციტირების თარიღი: 2009-03-03
- ↑ History Timeline. ციტირების თარიღი: 2020-04-04
- ↑ 8.0 8.1 Robin Pogrebin (April 12, 2011), Money Tight, Museums Mine Their Own Collections The New York Times.
- ↑ "New Art Museum director: Top priority is education", Cincinnati Enquirer, September 12, 2014, http://www.cincinnati.com/story/entertainment/arts/2014/09/12/meet-new-cincinnati-art-museum-director-cameron-kitchin/15537825/