ციალა ღვაბერიძე
ციალა მიხეილის ასული ღვაბერიძე (დ. 1935 — გ. 2 მაისი, 2024) — ქართველი ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1983). სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა ქართულ-ირანულ ურთიერთობას ნუმიზმატიკური მონაცემებით. შესწავლილი აქვს XIX საუკუნის თბილისის ზარაფხანაში ქართველი მეფეების, ილხანების, ჯალაირიდებისა და ჯუჩიდების მიერ მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 904