ცერატოზავრი (ლათ. Ceratosaurus) — ამომწყდარი ქვეწარმავლების გვარი დინოზავრების ზერიგისა. ცხვირის ძვლებზე დიდი გამონაზარდი ჰქონდა, რომელიც ალბათ რქის ხორკლიან ფუძეს წარმოადგენდა. ცნობილია ცერატოზავრის 4 (ადრე ერთი) სახეობა. Ceratosaurus nasicornis-ის ჩონჩხი ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის ზედა იურულ ნალექებში. დიდტანიანი ორფეხა მტაცებელი იყო, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა.

ცერატოზავრი
ცერატოზავრის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ceratosaurus (Marsh, 1884)

ლიტერატურა რედაქტირება