ცეზიუმის ბრომიდიცეზიუმისა და ბრომის იონიური ნაერთი ქიმიური ფორმულით CsBr. არის თეთრი ან გამჭვირვალე მყარი, მაღალი დნობის ტემპერატურის მქონე (636 ° C), წყალში ადვილად ხსნადი ნივთიერება.

ცეზიუმის ბრომიდი
ცეზიუმის ბრომიდი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაცეზიუმის ბრომიდი
ცეზიუმ(I)-ის ბრომიდი
ქიმიური ფორმულაCsBr
მოლური მასა212.809 [1] /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე4.43 [1] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა636 [1] °C
დუღილის ტემპერატურა1,300 [1] °C
უსაფრთხოება
LD501400 (ვირთხისათვის)[2]

სინთეზი რედაქტირება

ცეზიუმის ბრომიდის სინთეზი შესაძლებელია შემდეგი რეაქციების საშუალებით:

CsOH (ხს.) + HBr (ხს.) → CsBr (ხს.) + H2O (თხ.)
Cs2(CO3) (ხს.) + 2 HBr (ხს.) → 2 CsBr (ხს.) + H2O (თხ.) + CO2 (აირ.)
  • პირდაპირი სინთეზი:
2 Cs (მყ.) + Br2 (აირ.) → 2 CsBr (მყ.)

მაღალი ღირებულების გამო, ეს რეაქცია არ გამოიყენება მისი სინთეზისთვის.

გამოყენება რედაქტირება

ცეზიუმის ბრომიდი ზოგჯერ გამოიყენება ოპტიკაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Haynes, p. 4.57
  2. Caesium bromide. nlm.nih.gov