სამუელ ჩხიკვიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩხიკვიშვილი, სამუელ)

სამუელ ჩხიკვიშვილი (დ. 10 ნოემბერი, 1874, დვაბზუ — გ. 1969) — ქართველი სახალხო მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

სამუელ ჩხიკვიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სამუელ თარხანის ძე ჩხიკვიშვილი
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი, 1874
დაბ. ადგილი დვაბზუ
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 1969
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია რედაქტირება

სიმღერები მამამ შეასწავლა. სწავლობდა ოზურგეთის საქალაქო ოთხკლასიან სკოლაში. 17 წლის სამუელი მამამ მაქსიმელაშვილის ოჯახში მიაბარა, სადაც სამი წელი სწავლობდა სიმღერას, შემდეგ შეუერთდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდს. 1921 წლიდან იყო ვარლამ სიმონიშვილის გუნდის წევრი. ჩხიკვიშვილს არ ჰყოლია თავისი გუნდი, მაგრამ ჰყავდა ანსამბლები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ. ამბობდა დამწყებს და მოძახილს. გარდაიცვალა 1969 წელს. დაკრძალულია ოზურგეთში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება