თემურ ჩხეიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩხეიძე, თემურ)

თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე (დ. 18 ნოემბერი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 5 ივნისი, 2022[1]) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

თემურ ჩხეიძე

რეჟისორი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1943
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 2022 (78 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ჯილდოები „ოქროს სოფიტი“ სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისათვის 1997 წელს.

ბიოგრაფია რედაქტირება

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.

1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1991 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში – სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

დადგმული სპექტაკლები რედაქტირება

თეატრალური ინსტიტუტი რედაქტირება

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი რედაქტირება

ქალაქ თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

  • დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“
  • ა. ვოლოდინი „უფროსი და“
  • ფ. დიუმანუა, ა.ფ. დენერი „დონ სეზარ დე ბაზანი“
  • ვ. დარასელი „მე-16 დივიზია“

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

  • ჰენრიკ იბსენი „მოჩვენებანი“
  • ლეო ქიაჩელი „ჰაკი აძბა“
  • ილია ჭავჭავაძე „ასი წლის წინათ“
  • ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი „აღსარება“
  • უილიამ შექსპირი „ოტელო“
  • დავით კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“
  • მიხეილ ლერმონტოვი „თავადის ასული მერი“
  • მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
  • ოტია იოსელიანი „ადამიანი იბადება ერთხელ“
  • ლ. ბერლანგა, რ. ასკონა, ე. ფლაიანო „გაროტა“
  • ალექსანდრე გელმანი „პირისპირ“
  • თამაზ გოდერძიშვილი „ილია ვარ“
  • ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“
  • მიხეილ ჯავახიშვილი „ბედი მდევარი“
  • ნილ საიმონი „მგზნებარე შეყვარებული“
  • დავით გაჩეჩილაძე „ბახტრიონი“
  • ართურ მილერი „სეილემის პროცესი“
  • თეოდორ დოსტოევსკი „მარადი ქმარი“
  • ავგუსტ სტრინდბერგი „მამა“
  • ა. გარნეი „სასიყვარულო ბარათები“
  • იასმინა რიზა „არტ ხელოვნება“
  • ჟან ანუი „ანტიგონე“
  • მიხეილ ბულგაკოვი „პილატე“

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი რედაქტირება

გენუის საოპერო თეატრი რედაქტირება

ვენეციის საოპერო თეატრი რედაქტირება

ბორდოს საოპერო თეატრი რედაქტირება

  • ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი „მეფის საცოლე“

მილანი „ლა სკალა“ რედაქტირება

  • სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“

ნიუ-იორკი „მეტროპოლიტენ ოპერა“ რედაქტირება

  • სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“

მოსკოვის სამხატვრო თეატრი რედაქტირება

  • მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“
  • ჟან ანუი „ანტიგონე“

პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი რედაქტირება

  • ფრიდრიხ შილერი „ვერაგობა და სიყვარული“
  • ართურ მილერი „სეილემის პროცესი“
  • ედუარდო დე ფილიპო „აჩრდილები“
  • იუჯინ ო' ნილი „სიყვარული თელებქვეშ“
  • უილიამ შექსპირი „მაკბეტი“
  • ალექსანდრე პუშკინი „ბორის გოდუნოვი“
  • მიხეილ ლერმონტოვი „მასკარადი“
  • მაიკლ ფრეინი „კოპენჰაგენი“
  • ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“
  • მ. მაკდონახის „სილამაზის დედოფალი“, 2010

მოსკოვის დიდი თეატრი რედაქტირება

  • დიმიტრი შოსტაკოვიჩი „ლედი მაკბეტი“

პეტერბურგის მარინის თეატრი რედაქტირება

  • სერგეი პროკოფიევი „მოთამაშე“
  • რიხარდ ვაგნერი „მფრინავი ჰოლანდიელი“
  • ჯუზეპე ვერდი „დონ კარლოსი“
  • ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი „მოცარტი და სალიერი“
  • სერგეი რახმანინოვი „ძუნწი რაინდი“

სატელევიზიო სპექტაკლები რედაქტირება

გადაღებულია კინოფილმში რედაქტირება

  • „ამაღლება“ (ბექა), 1977[2]
  • „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (გიორგი თორელი), 1980[3]

წოდებები და პრემიები რედაქტირება

  • რუსეთის სახალხო არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი
  • შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი
  • მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი
  • საქართველოს თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ორგზის მფლობელი
  • გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდი“ ლაურეატი
  • რუსეთის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ლაურეატი
  • პეტერბურგის თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ მფლობელი
  • „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი
  • „საპატიო ნიშნის“ ორდენი.
  • ლენინური პრემია
  • რუსეთის ღირსების ორდენი, 2009.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2022-06-05.
  2. „ამაღლება“ დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
  3. „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.