ჩხალთა

მდინარე საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხალთა (მდინარე))
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხალთა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩხალთა, აწგარა[1] — მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში, კოდორის მარჯვენა შენაკადი. იქმნება მდინარეების ადანგესა და მარუხის შეერთებით 1488 მ სიმაღლეზე. სიგრძე 38 კმ (მდინარე ადანგეს სათავიდან 48 კმ), აუზის ფართობი 465 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარების, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე (გამოწვეულია თოვლისა და მყინვარების დნობით) ყველაზე დიდი წყალდიდობა ივლის-აგვისტოშია. წყალმცირეა დეკემბრიდან მარტამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 40,7 მ³/წმ.

ჩხალთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სიგრძე 38 კმ
აუზის ფართობი 465 კმ²
River Chkhalta.svg

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება