ჩრდილოეთ ოსეთის დროშა — სამი ფერისგან შემდგარი დროშა, რომელსაც იყენებს ჩრდილოეთ ოსეთი. დროშა არის ოთხკუთხა პანელი, რომელსაც აქვს სამი თანაბარი ზოლი: თეთრი, წითელი და ყვითელი. ამბობენ, რომ დროშა წარმოადგენს ძველი ოსური საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას, რომელიც დაიყო სამ სოციალურ ჯგუფად და ქმნიდა ორგანულ მთლიანობას, ესენი იყო: არისტოკრატია, სასულიერო პირები და უბრალო ხალხი. ფერები ატარებს სიმბოლურ დატვირთვას. თეთრი ფერი სიმბოლოა მორალური და სულიერ სიწმინდოს, წითელი ფერი საბრძოლო სიმამაცის გამბედაობის ძალისა და პატივის, ხოლო ყვითელი ფერი სიუხვის, სიმდიდრის და კეთილდღეობის.[1]

ჩრდილოეთ ოსეთის დროშა
ჩრდილოეთი ოსეთი

Flag of North Ossetia.svg

მიღებულია

1991 წლის 2 ოქტომბერი

გაუქმებულია

1991 წლის 10 დეკემბერი

ხელმეორედ
დადგენილია

1994 წლის 24 ნოემბერი

პროპორცია

1:2

წინა დროშები

Flag of North Ossetia(1991-1993).gif
1991 წლის 10 დეკემბერი - 1994 წლის 24 ნოემბერი

პროპორცია

1:2

ფერთა სქემარედაქტირება

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშის იდენტურია. არის მართკუთხა ფორმის, რომელიც შედგება სამი ზოლისაგან თეთრი, წითელი და ყვითელი ფერებით, თითიეული ფერი დროშის სიგანის ერთ მესამედს იკავებს, რომლებიც ჰორიზონტალურად არიან დაწყობილნი ზემოდან ქვემოდან. დროშის სიგანის თანაფარდობა მის სიგრძესთან ტოლია 1:2-ის.[1]

ფერები თეთრი წითელი ყვითელი
პანტონი[2] თეთრი წითელი 032 ყვითელი 116
RGB[2] (255,255,255) (250,60,50) (255,255,0)
HTML[2] #FFFFFF #EF4135 #FFFF00

ისტორიარედაქტირება

 
ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის დროშა, 1937—1938 წლებში

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშარედაქტირება

1936 წლის სსრკ-ს კონსტიტუციისა და 1937 წლის რსფსრ-ის კონსტიტუციის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონი გადაკეთდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია დამტკიცდა 1937 წლის 3 ივლისს. შედეგად მიღებული იქნა ახალი დროშა, რომელიც მოქმედებდა 1937-1938 წლებში.

 
რდილოეთ ოსეთის ასსრ-ის დროშა, 1938—1954 წლებში

1938 წლის 28 ივნისს, ჩრდილოეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ბიურომ, მიიღო დადგენილება. 1938 წლის 15 აგვისტოდან მიღებული დადგენილებით, რუსული გრაფიკის საფუძველზე ოსური დამწერლობის ანბანის შემოღების შესახებ. მაშასადამე, წარწერა დროშაზე ოსურ ენაზე დაიწერა. ეს დროშა მოქმედებდა 1938-1954 წლებში.

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (1954-1981 წლებში):

1954 წლის 16 ივნისს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სხდომამ მიიღო ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის კანონი „ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ“, რომელმაც დაადგინა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის კონსტიტუციის 112-ე მუხლის ახალი ვერსია:

 
ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის დროშა, 1954—1981 წლებში

«ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის დროშა არის რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა, რომელიც შედგება წითელი პანელისგან, რომელსაც აქვს ღია ცისფერი ზოლი მარცხენა მხარეს ვერტიკალურად, დროშის მთელ სიგანეზე. ღია ცისფერი ზოლი არის დროშის სიგრძის ერთი მერვედი, წითელი პანელის ზედა მარცხენა კუთხეში არის ოქროს ნამგალი და ურო, მათ ზემოთ კი წითელი ხუთკუთხა ვარსკვლავი, რომელიც ოქროსფრად არის გაფორმებული, ნამგალის და უროს ქვეშ არის წარწერა: „Северо-Осетинская А. С. С. Р.“ რუსულ და ოსურ ენებზე. დროშის სიგანის თანაფარდობა, მის სიგრძესთან ტოლია 1:2 -თან ».


რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება