ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის მუზეუმი

ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის მუზეუმი (კორ. 조선민주주의인민공화국 평화박물관; ჰანჯა. 朝鮮民主主義人民共和國平和博物館) — მუზეუმი ჩრდილოეთ კორეაში. აშენდა, რათა აქ 1953 წლის 27 ივლისს შემდგარიყო კორეის ომის დაზავების ხელშეკრულების ხელმოწერა. ის მდებარეობს ჩრდილოეთ კორეის, ჰამგეონ-ბუკდოს პროვინციის ყოფილ სოფელ პანმუნჯომში. საერთო უსაფრთხოების მონაკვეთიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 1.2 კმ-ში. ის ერთადერთია, რაც ყოფილი სოფლიდან შემორჩა, ხოლო სახელი - პანმუნჯომში 1950-იანი წლებიდან საერთო უსაფრთხოების მონაკვეთს ეწოდება. ის ასევე კიჯონ-დონიდან (რომელსაც ხშირად პროპაგანდს სოფელს უწოდებენ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,9 კილომეტრში მდებარეობს. აქ ინახება 1976 წელს მომხდარი ნაჯახით მკვლელობის ინციდენტის იარაღები, როდესაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი: კაპიტანი არტურ ბონიფასი და ლეიტენატი მარკ ბარეტი დაიღუპა.[1]

ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის მუზეუმი

ჩრდილოეთ კორეის მშვიდობის მუზეუმი 2012 წელს.
37°57′39″ ჩ. გ. 126°39′52″ ა. გ. / 37.9610694° ჩ. გ. 126.6644694° ა. გ. / 37.9610694; 126.6644694
ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
მდებარეობა North Hwanghae Province
Map

შენობაში, კარების თავზე კიდია პიკასოს მტრედის ასლი. ხელმოწერის ცერემონიალზე ამრიკელებმა ეს კომუნიზმის სიმბოლოდ მიიჩნიეს (რადგან პიკასო კომუნისტი იყო) და მოითხოვეს მისი დაფარვა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mark Seddon (9 April 2013). „How to take the heat out of the North Korean crisis“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 10 May 2013.
  2. Jager, Sheila Miyoshi (2013). Brothers at War – The Unending Conflict in Korea. London: Profile Books. ISBN 978-1-84668-067-0.